[su_quote]ახალი დიალოგი რატომ? მშვენიერი ახალი მაგიდები და სკამებია პარლამენტში, მობრძანდნენ პარლამენტში. გუშინ ბიუჯეტის განხილვა იყო. დღეს ეკონომიკის მინისტრის მოსმენა და ეკონომიკური საკითხების განხილვა გაიმართა და ერთადერთი ოპოზიციონერი იჯდა დარბაზში. ამ დროს მოქალაქეები ხელფასს უხდიან ათობით ოპოზიციონერს, რისთვის? – რომ ესენი შემოვიდნენ და მონაწილეობა მიიღონ, აზრი დააფიქსირონ ტრიბუნასთან. ისინი პარლამენტში არ ჩანან, პირიქით, რაღაც გაუგებარ ფორმატებში იკრიბებიან, აკეთებ განცხადებას, რომლის შესრულება არ შეუძლიათ, რადგან ამის ძალა რეალურად არ აქვთ. გინდათ თქვათ, რომ ისინი მხარდამჭერებს ინარჩუნებენ? – პირიქით, ისინი ამით მხარდამჭერებს კარგავენ და ატყუებენ[/su_quote]
ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პალიტრანიუსის ეთერში შეკითხვას, რამდენად შეიძლება პოლიტიკურ მხარეებს შორის დიალოგის საწარმოებლად გაჩნდეს მოლაპარაკების ახალი მაგიდა და მზად არის თუ არა მმართველი პარტია პროცესში მონაწილეობისთვის.