ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

მამრაძე თემურ ალასანიაზე: ჯერ სსრკ-ის საელჩოში, შემდეგ კი სსრკ-ის კვოტით გაეროში მუშაობდა

[su_quote]თემურ ალასანია თვითონ ამბობს, რომ 1974 წლის მაისიდან ვაშინგტონში ცხოვრობდა. ეს არის ბრეჟნევის დრო. ის მუშაობდა სსრკ-ის საელჩოში, დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი​ (მგიმო). კიევში ყოფნისას სააკაშვილმა აჩვენა მას კიევის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი და უთხრა – ხომ იცი, მე მგიმო-ში არ მიმიღებდნენ, ვინაიდან იქ მხოლოდ კგბ-სთან შეკრულებს ან ძალიან კორუმპირებული ოჯახებიდან იღებდნენ. ამის შემდეგ სსრკ-ის კვოტით თემურ ალასანია დაინიშნა გაეროში, სამხედრო შესყიდვების დეპარტამენტში, თუ არ ვცდები, მეორე კაცად. როცა ველაპარაკებოდი რუსეთის დელეგაციებს, ვეკითხებოდი, მათ რა იცოდნენ. ისინი მპასუხობდნენ, რომ სულ მცირე პოლკოვნიკი უნდა ყოფილიყო, რომ გაეროში ამ თანამდებობაზე დანიშნულიყო.

რაც შეეხება მის საქმიანობას აქ, ის ინტერვიუებშიც ამბობს, რომ მის გარეშე სააკაშვილი არცერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას არ იღებს. თუ გახსოვთ, მიშამ მას კაბინეტი გაუხსნა სახელმწიფო კანცელარიის შენობაში. ამან გამოიწვია ხმაური – მედია დაინტერესდა ამით. ალექსანდრე რონდელმაც თქვა საჯაროდ – რა გამოდის, ქვეყანაში შეიქმნა ახალი თანამდებობა, „პრეზიდენტის ბიძა“? სააკაშვილმა ძალიან კარგად იცოდა, რამდენად წამგებიანია ასეთი ბიოგრაფიის მქონე ფიგურა, მაგრამ მაინც ვერ ამბობდა უარს. 2011 წელს ის საგარეო საქმეთა სამინისტროში მრჩევლად დაინიშნა და პუბლიკაციების ნიაღვარი ისევ მოჰყვა ამას, მაგრამ, როგორც ჩანს, სააკაშვილს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. უთხრეს და გააკეთა[/su_quote]

ამის შესახებ პოლიტოლოგმა პეტრე მამრაძემ იმედი LIVE-ში განაცხადა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია საქართველოში 15 დეკემბერს ჩამოვიდა.

იტვირთბა....