ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

კობახიძე: ადამიანები, რომლებიც სააკაშვილს დღემდე მესამე პრეზიდენტს უწოდებენ, პატივს არ სცემენ მოქმედ პრეზიდენტს

[su_quote]მე არ მჯერა იმის, რომ ეს პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს არ მოვიდნენ პრეზიდენტის სასახლეში, აღიარებენ დანაშაულებს, რაც არის ნებისმიერი შერიგების აუცილებელი წინაპირობა. მე არ მჯერა, რომ ისინი აღიარებენ საკუთარ დანაშაულებს. ამის მორიგი ნიშანი იყო ის, რომ არ მოვიდნენ პრეზიდენტის სასახლეში.

ადამიანები, რომლებიც სააკაშვილს დღემდე მესამე პრეზიდენტს უწოდებენ, კლიშეებს ამკვიდრებენ, პატივს არ სცემენ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს, რაც ყველაფერზე მეტყველია და ცხადყოფს. მათ დამოკიდებულებას პოლიტიკური პროცესის მიმართ და საკუთარი დანაშაულების მიმართ[/su_quote]

ამის შესახებ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის მიერ გამართული საახალწლო მიღების შემდეგ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წევრები ღღეს ორბელიანების სასახლეში მიმდინარე საახალწლო მიღებაზე მიიწვია.

იტვირთბა....