ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ნამახვანჰესის პროექტზე სახელმწიფო კომპანია ENKA-თან კვლავ მოლაპარაკების პროცესში იმყოფება.
როგორც მან პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში წარდგენისას აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ ENKA აღნიშნულ პროექტში არ დარჩება, ის შესაძლოა სახელმწიფომ განახორციელოს.
“არბიტრაჟში დავა დაწყებული არ არის. ჩვენ ENKA-სთან, ჯერჯერობით, მოლაპარაკების პროცესში ვიმყოფებით, რომლის შედეგად თუ დავუშვათ ინვესტორთან მათი დაბრუნების პირობებზე შევთანხმდებით, ან თუნდაც მათი გასვლა პროექტიდან იყოს ურთიერთშეთანხმებით და არ იყოს ისეთი პირობები, რომელიც საბოლოო ჯამში, საქართველოს პროექტს დაუკარგავს. დარწმუნებული ვართ, ამ შეთანხმებას მივაღწევთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს საკითხი არბიტრაჟის გარეშე გადავწყვიტოთ ინვესტორთან და მეორე იმდაგვარად მოგვარდეს, რომ შემდეგ კვლავ გახსნილი იყოს განხორციელებისთვის.
ENKA თუ არ დარჩება პროექტში, მომავალში ეს პროექტი შეიძლება თვითონ სახელმწიფომ განახორციელოს, რაც ურიგო არ იქნება, იმ კითხვების გათვალისწინებით, რა კითხვებიც ჩნდება ამ საკითხთან დაკავშირებით. შეიძლება სრულად არ იყოს სახელმწიფო და სხვა ინვესტორიც მოვიყვანოთ, მაგრამ რაც მთავარია, ნამახვანჰესის პროექტმა ძალიან ბევრი რამ გვასწავლა, რომ მსხვილ პროექტების განხორციელებისას მართლაც განსხვავებული მიდგომა და მთავრობის მხრიდან მეტი მუშაობაა საჭირო”, – განაცხადა თურნავამ.
ინფორმაციისთვის, 2012 წლის 22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კომპანია ENKA-მ, რომელიც რიონის ხეობაში ნამახვანჰესს აშენებდა, საქართველოს მთავრობას აცნობა გადაწყვეტილება ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ.