ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გოცირიძე ზურაბიშვილის მიწვევაზე: ეს არ არის საქმიანი მიღება, ეს არის პატარა დისკოტეკა

ნაციონალური მოძრაობის წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, შერიგება არის პროცესი, რომლის დაწყება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების გარეშე შეუძლებელია.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციური პარტიები არა საქმიან მიღებაზე, არამედ საახალწლო ტაშ-ფანდურზე მიიწვია.

“ეს არ არის ოფიციალური, საქმიანი მიღება, ეს არის პატარა დისკოტეკა. ჯერ რეალური, საქმიანი ფორმატი და შემდეგ საახალწლო ტაშ-ფანდური. შერიგება არის პროცესი, რომლის დაწყება შეუძლებელია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების გარეშე. კონსტიტუციური უფლება მას იმიტომ მიანიჭა ხალხმა, რომ გამოიყენოს მაშინ, როდესაც ქვეყანას უჭირს ყველაზე მეტად”, – განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის წევრები ორბელიანის სასახლეში საახალწლო მიღებაზე მიიწვია.

იტვირთბა....