ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

მეგრელიშვილი: არ მსმენია, რომ ოცნებას, როდესმე გაეხსენებინოს იმ სისხლიანი 9 წლის განმავლობაში თუ რამე კარგი მოხდა

[su_quote]ძალიან ბევრი წერტილიდან ისმის შერიგების იდეა და ხომ შეუძლებელია, რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი და ქართული ოცნების მხარდამჭერი – ესენი ხომ მაინც არ არიან რუსეთის აგენტები და რუსეთის მხარდამჭერები? ანუ, რიტორიკა ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილი წინააღმდეგ რომ არ შეიცვალოს, და არამედ შეიცვალოს ჩვენი ოპონენტების მხარდამჭერების მიმართ, ეს მაინც ხომ შეგვიძლია? ჩვენ, როდესაც ვაგინებთ ერთმანეთის ლიდერებს, სინამდვილეში ხომ ამ ადამიანებს ვაყენებთ შეურაცხყოფას? მარტო ლიდერს ხომ არ ვაგინებთ, მის მხარდამჭერებსაც ვაგინებთ. თუ საიდანმე დასაწყებია, იქნებ იქედან დავიწყოთ, რომ კარგი დავინახოთ მეორე მხარის ამომრჩეველში. ნაციონალური მოძრაობის დროსაც ხომ ბევრი კარგი რამ მოხდა. მე არ მსმენია, რომ ქართულ ოცნებას როდესმე გაეხსენებინოს იმ სისხლიანი 9 წლის განმავლობაში, რომ რამე კარგი მოხდა? ანუ, ყველაფერი რუსეთის მითითებით ხდებოდა იმ პერიოდში? ისვე როგორც საპირისპირო მიმართულებით. ჩვეულებრივი ადამიანის პატივისცემით დაწყება შეიძლება,  უფრო იყოს გამოსავალი ვიდრე ფორმალური შერიგება.[/su_quote]

ამის შესახებ გირჩის წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

იტვირთბა....