მარგველაშვილს ვინმე რამეს ეკითხება? – ტრაგიკომიკურია მისი განცხადება, – ასე ეხმიანება პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას სამი პრეზიდენტის შეხვედრის თაობაზე.
კობახიძის თქმით, მისი ეს განცხადება ღიმილისმომგვრელიც კი არ არის.
“ღიმილისმომგვრელიც კი არ არის ეს ყველაფერი, როცა გიორგი მარგველაშვილი საუბრობს, რომ პრეზიდენტის სასახლეში უნდა მივიდეს, ჯერ მას ვინმე რამეს ეკითხება? მერე სააკაშვილი (უნდა მივიდეს) და მას დახვდეს ქალბატონი სალომე. ეს არის ღიმილისმომგვრელი და ღიმილისმომგვრელზე ცოტა უფრო მეტი – ტრაგიკომიკური განცხადება. ამაზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ”,- განაცხადა კობახიძემ.