ახალი ამბები მთავარი

გამყრელიძე: დაპირისპირებას ვერ დავარქმევ, იყო საკითხების განხილვა, აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის არის

დაპირისპირებას ვერ დავარქმევ, იყო საკითხების განხილვა. აზრთა სხვადასხვაობა საკითხების განხილვისას ყოველთვის არის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მოხდა თუ არა დაპირისპირება მთავრობის წარმომადგენლებს შორის.

ამასთან, როგორც გამყრელიძემ განაცხადა ინფორმაცია არ აქვს ჯანდაცვის მინისტრის შემცვლელის კანდიდატურასთან დაკავშირებით.

„მოგეხსენებათ ამას წყვეტს პრემიერ-მინისტრი. მე ვიცი ის, რაც ცირკულირებს პრესაში. დაპირისპირებას ვერ დავარქმევ, იყო საკითხების განხილვა. აზრთა სხვადასხვაობა საკითხების განხილვისას ყოველთვის არის, მაგრამ შემდეგ საბჭო მიდის კონსენსუსამდე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

იტვირთბა....