ახალი ამბები მთავარი

ტიკარაძე: ჯანდაცვის სისტემა მოლოდინის რეჟიმშია, რომ „ომიკრონი” საქართველოშიც დადასტურდება

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „ომიკრონის” შტამი საქართველოში ჯერ არ დაფიქსირებულა, თუმცა, ამის მოლოდინი არის.

“რა თქმა უნდა, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოლოდინის რეჟიმშია, რომ „ომიკრონი” საქართველოშიც დადასტურდება. ამაში გასაკვირი არაფერია. თუმცა, როგორც ოფიციალურ პირს, არ მაქვს უფლება დაუზუსტებელი ინფორმაცია ვთქვა. ამ ეტაპისთვის, ჩვენ ლაბორატორიული კვლევით დადასტურებული ინფორმაცია არ გვაქვს და შესაბამისად ვაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას”, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

 

იტვირთბა....