სამხრეთ კავკასიის თავისუფალი ენერგეტიკის ფორუმზე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს მოუწოდა, მნიშვნელოვანი საჯარო კონსულტაციების გზით გააგრძელონ მუშაობა ენერგეტიკის გამჭვირვალე და თანმიმდევრულ ეროვნულ სტრატეგიაზე.
მისივე თქმით, მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რომ ქვეყანამ ენერგოდამოუკიდებლობას მიაღწიოს.
“ენერგეტიკული უსაფრთხოება ეროვნული უსაფრთხოებაა. სამხრეთ კავკასიის თავისუფალი ენერგეტიკის ფორუმზე ელჩმა დეგნანმა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს მოუწოდა, მნიშვნელოვანი საჯარო კონსულტაციების გზით გააგრძელონ მუშაობა ენერგეტიკის გამჭვირვალე და თანმიმდევრულ ეროვნულ სტრატეგიაზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მიერ აღებული ვალდებულება სათბურის გაზების ემისიით დაბინძურების შემცირებაზე და ნულიდან გამჭვირვალე, კონკურენტუნარიანი ელექტროენერგიის ბაზრის აშენება ქებას იმსახურებს, მუშაობა უნდა გაგრძელდეს იმისთვის, რომ ქვეყანამ მიაღწიოს ენერგოდამოუკიდებლობას. ეს შეიძლება გაკეთდეს ადგილობრივ ბაზრებზე მორგებული წამახალისებელი სქემით და განახლებადი ენერგიის ახალი გენერირებით, რაც ამცირებს საქართველოს დამოკიდებულებას ელექტროენერგიისა და გაზის იმპორტზე და იცავს ქვეყანას მავნე აქტორებისგან, რომლებიც იყენებენ ენერგიასა და გაზს, როგორც გეოპოლიტიკურ იარაღს”,- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.