ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

მარგველაშვილი: რა თქმა უნდა, სააკაშვილი პოლიტპატიმარია, ამის თქმით არ ვამბობ რომ უდანაშაულოა

რა თქმა უნდა, ის პოლიტპატიმარია, ამის თქმით მე არ ვამბობ, რომ ის უდანაშაულოა. რა თქმა უნდა ის პოლიტპატიმარია და რა თქმა უნდა მე არ მიმაჩნია, რომ მას არანაირი დანაშაული არ აქვს. მეორე საკითხი არის რაზე ასამართლებ. სამარცხვინოა, რომ ჩვენ პრეზიდენტს ვასამართლებთ პიჯაკების არასწორი არტიკულით შეძენაზე. ეს არის შეურაცხყოფა არა მარტო ქვეყნის სასამართლო და სამართალდამცავი სისტემის, არა მარტო პროკურატურის, არა მარტო მოსამართლეების დონის ჩვენება, არამედ ეს არის ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, მათ შორის ჩემი, რომლებიც მივიჩნევდით, რომ სააკაშვილი იყო ჩვენთვის მიუღებელი პოლიტიკური ლიდერი… ეს არის ჩვენი შეურაცხყოფა, მათი ვინც სააკაშვილს იდეების გამო ვუპირისპირდებოდით

ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია ფორმულას ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

იტვირთბა....