ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს:
„უსათნოეს და უპატრიოტეს პატრიარქ ფილარეტთან შეხვედრა ცხოვრების ბოლომდე არ დამავიწყდება, არ დამავიწყდება მისი სიტყვები, რომ უკრაინა და საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს, იმიტომ რომ მართლები არიან და ღმერთი მართალის მხარეს არის ყოველთვის…
მაგრამ ყველაზე დიდი სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ წილად მხვდა ბედნიერება გამეცნო და გავსაუბრებოდი ჩვენს საამაყო გმირ ბიჭებს, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად დღეს იცავენ უკრაინას და ამავე დროს საქართველოს რუსი აგრესორისგან. ის ფაქტი, რომ უკრაინაში შენი ქართველობის გამო პატრიარქიდან დაწყებული უბრალო გამვლელით დამთავრებული, უდიდესი მადლიერებით და სიყვარულით გეპყრობა და სიამაყის ცრემლებით გევსება თვალები,სწორედ ამ გმირი ბიჭების დამსახურებაა.
მინდა კიდევ ერთხელ და ათასჯერ მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირ ბიჭებს, მინდა იცოდნენ, რომ ისინი ყოველთვის ჩვენს გულებში არიან, ყოველთვის გვახსოვს, გვიყვარს და ვლოცულობთ მათზე!
გამარჯვება, ჯანმრთელობა და სახლში მალე დაბრუნება მინდა ვუსურვო ჩვენს მებრძოლებს და მათთან ერთად ყველა მეომარს, ვინც დღეს რუსეთის აგრესიას ებრძვის!“ – წერს ანი ნადარეიშვილი.