საქართველოს მოქალაქეებისთვის საფრანგეთის ვიზის გაცემის ვადა 2 დღემდე შემცირდება. ამიერიდან ტურისტულ ვიზებს საქართველოს მოქალაქეები 48 საათში მიიღებენ.
“ფრანც პრესის” ცნობით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა განაცხადა, რომ 48 საათში ვიზებს მიიღებენ საქართვეელოს, სომხეთის, თურქეთის, ვიეტნამის და ინდონეზიის მოქალაქები.
ოფიციალური ინფორმაცია არც საფრანგეთის და არც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს ჯერ არ გაუვრცელებიათ.