ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კანქვეშა ჩიპები მომავალი წლიდან ხელმისაწვდომი იქნება

მომავალი წლიდან საქართველოში შვედური BioHax International-ის კანქვეშა ჩიპები ხელმისაწვდომი გახდება. ამის შესახებ iPlus-ში ბიზნეს ფორმულას განუცხადეს.

iPlus-ის გენერალური დირექტორი კახა სეფიაშვილი ამბობს, რომ ჩიპი პასპორტის, საკრედიტო ბარათების, ასევე სახლისა და მანქანის გასაღებების ფუნქციას შეითავსებს.

“ეს არის ჩიპი, რომელიც ინახავს ჩვენს პირად ინფორმაციას, მაგალითად საბანკო ბარათებს და სახლის ან მანქანის გასაღების კოდს. მსგავსი ჩიპებია ტელეფონებში, ბარათებში, თუმცა ნაკლები მეხსიერებით”,- ამბობს სეფიაშვილი.

ჩიპი მარცხენა ან მარჯვენა ხელის ცერა თითის კანქვეშ მაგრდება.

იტვირთბა....