ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გრიგოლია: ჩემი ვატო! არც სამსახური მადარდებს, არც საჭმელ-სასმელი – შენთან ერთად ვიომებ ბოლომდე!

ჩემი ვატო!!! ხომ იცი და ხომ გახსოვს შენი მტერი რომ ჩემი მტერია და შენი ოჯახის მტერი -ჩემი ოჯახის! ასეთი მეგობრობა ვიცით ჩვენ! ფიზიკურად ვერ,მაგრამ გულით ვარ მაგ სასამართლო პროცესზე და ბოლომდე ვიომებ იმ პოლიტიკური ანგარიშსწორების წინააღმდეგ, რასაც ტვ პირველის არსებობის გამო უკეთებენ შენს ოჯახს! არც სამსახური მადარდებს,არც საჭმელ-სასმელი, შენთან ერთად ვიომებ ბოლომდე!!

ამის შესახებ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს.

შეგახენებთ, რომ დღეს სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლოს ჩვენებას აძლევენ. ტვ პირველის დამფუძნებელი, ვატო წერეთელი, აცხადებს, რომ მის მამას, ავთანდილ წერეთელს, საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება.

საქალაქო სასამართლოში  ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის განხილვა მიმდინარეობს. სასამართლოს ჩვენებას დღეს ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი აძლევენ.

იტვირთბა....