aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საია-ს კვლევა: 5-6 ივლისი იყო დიდი სირცხვილი ხელისუფლებისთვის

ჩვენ ვიხილეთ მასობრივი ძალადობის შემთხვევები. ჩვენ ვიხილეთ დაგეგმილი ორგანიზებული ძალადობა, რომლის აღმოსაფხვრელადაც და პრევენციისთვისაც ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია. ჩვენ ვიხილეთ ის, რომ ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირებმა, კერძოდ, პრემიერ-მინისტრმა წაახალისა ეს ძალადობა და ვიხილეთ ის, რომ შემდგომ გამართლდა ეს ყველაფერი. 5 ივლისი იყო მედიაზე ძალადობის კულმინაციის დღე, თუმცა 5 ივლისი იყო არამხოლოდ მედიაზე ძალადობის კულმინაციის დღე, არამედ როდესაც ქვეყანამ დაიწყო უკან ნაბიჯების გადადგმა ადამიანების უფლებებთან მიმართებით და დემოკრატიზაციის გზაზე.

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამის შემდეგ ჩვენ ვიხილეთ ის, რაც 5 ივლისს მოხდა, ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა, ამის შემდეგ ხელისუფლების მსგავსი ნაბიჯები კიდევ უფრო მეტად ვიხილეთ, როცა მან ფაქტობრივად, არ იღო ყურად ჩვენი პარტნიორების მოწოდებები, რომ დაცული უნდა ყოფილიყო 5-6 ივლისს აქტივისტებისა და მედიის უფლებები. უნდა გამოძიებულიყო ეს დანაშაულები, თუმცა დღემდე, ბოლომდე არ არის სათანადოდ გამოძიებული, განსაკუთრებით, კი ორგანიზატორების ნაწილში. ხელისუფლებამ უარი თქვა იმ აუცილებელ დემოკრატიულ რეფორმებზე, რომელიც ქვეყანას სჭირდება, ფაქტობრივად, იმ სიმბოლური აქტის, ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის შემდეგ, ხელისუფლებამ ვნახეთ, რომ ეს პრაქტიკაშიც გაატარა და აუცილებელ, ევროპულ, დემოკრატიულ რეფორმებზეც თქვა უარი. გამოძიება დღემდე არ არის ეფექტური. კვლევის შედეგად, ჩვენი რეკომენდაციები მიემართება როგორც მთავრობის, ასევე შს სამინისტროს, საქართველოს პროკურატურისა და პარლამენტისადმი, რომელმაც არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ საქმესთან პასუხისმგებელი შესაბამისი თანამდებობის პირები დაებარებინა პარლამენტში

ამის სასია-ს წარმომადგენელმა ბრიფინგზე განაცხადა.

იტვირთბა....