ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კობახიძე: ენმ-ს არასდროს შეეძლება, რომ მოიგოს არჩევნები, უკეთესი შედეგი გვექნება 2024-შიც და 2028-შიც

ნაცმოძრაობა ცდილობს, რომ მთავარი ბენეფიციარი ამ დაბალი ბარიერის, იქნება თვითონ ეს პარტია. არა იმიტომ, რომ მას არ უჭირს 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა. არამედ იმის გამო, რომ ერთადერთი შანსი, როდესაც ნაცმოძრაობას ეძლევა ხელისუფლებაში მობრუნების საშუალება, არის დაბალი ბარიერის პირობებში. მათ არასდროს შეეძლება, რომ მოიგოს არჩევნები. გამორიცხულია ნაცმოძრაობამ არჩევნები მოგვიგოს. ჩვენ გვექნება მეტი შედეგი 2024-შიც და 2028-შიც. ნაცმოძრაობა ჩვენ ვერ გვაჯობებს … ერთადერთი თეორიული შანსი, რომ ისინი მობრუნდნენ ხელისუფლებაში არის, რომ დაბალი იყოს ბარიერი, ნაცმოძრაობასთან ერთად ბარიერი გადალახონ მისმა პოტენციურმა სატელიტებმა, როგორიცაა ლელო, საქართველოსთვის, ევროპული საქართველო და ა.შ. და მათთან ერთად შექმნას კოალიცია

ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

იტვირთბა....