ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უგულავა: რატო უნდა შევურიგდე მე კალაძეს? – სინამდვილე არის ის რომ ჩვენ არ უნდა შევრიგდეთ

სინამდვილე არის ის რომ ჩვენ არ უნდა შევრიგდეთ. რატო უნდა შევურიგდე მე კალაძეს? ან რატო უნდა შემირიგდეს მე კალაძე? ან რა გვაქვს შესარიგებელი? ერთმანეთისთვის აბსოლუტურად მიუღებლები ვართ და ასეთად დავრჩებით. რისი უფლება ჩვენ არ გვაქვს არის ეს – ქართული ოცნების პრობლემა არის ის, რომ ვინც მათი მომხრე არ არის უარყოფს მათ არსებობას, ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაარსებობა… სიყვარული, შეთანხმება და ასე შემდეგ არის ინდივიდუალური ტერმინები და უნდა გადავდოთ გვერდზე… ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება… ჩვენ კი არ უნდა შევრიგდეთ ან მოვინანიოთ, ვისაც უნდა წავიდეს და მოინანიოს როგორი ფორმითაც უნდათ… ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, ოღონდ უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რომ მე და კალაძე ვერასდროს შევთანხმდებით, წარსულის შეფასებაში, ისევე როგორც მე და კობახიძე აწმყოს შეფასებაში… ისინი ყოველთვის იტყვიან სისხლიანი 9 წელს, მე ყოველთვის ვიტყვი საზიზღარ 9 წელს… ჩვენ უნდა შევთხანხმდეთ ამ ქვეყნის მომავლისთვის…

ამის შესახებ ოპოზიციონერი გიგი უგულავა tv პირველის ეთერში საუბროსბ.

იტვირთბა....