ახალი ამბები მედია მთავარი სამართალი

“საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია” განცხადებას ავრცელებს

“ტაბულას” ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს “საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია” (IAGJ), რომელიც საქართველოში ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის(IFJ) ერთადერთი წევრი ორგანიზაციაა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელები მოუწოდებენ სამართალდამცავ ორგანოებს უმოკლეს ვადაში მოხდეს “ტაბულას” ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტის გამოძიება და დამნაშავების დასჯა.

შეგახსენებთ, გუშინ ღამით, რესტორან “ჭაშნაგირში” “ტაბულა” ჟურნალისტებს უცხო პირები დაესხნენ თავს და შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტების თქმით, თავდამსხმელებმა დაამტვრიეს სკამები და თეფშები. ჟურნალისტები აცხადებენ, რომ თავდასხმა მოხდა რელიგიის თემაზე მომუშავე ჟურნალისტზე.

იტვირთბა....