ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცერცვაძე: არავაქცინირებული ადამიანი, ნაკლებ საფრთხეს უქმნის ვაქცინირებულს

[su_quote] აუცრელი ადამიანი რისკს იმიტომ ქმნის, რომ ის უფრო მოწყვლადია, მეტი ალბათობით შეიძლება დაემართოს ინფექცია. როცა აცრილია 25%-ის და 75% არა, იმ 75%-ს გადაედება ერთმანეთისგან, არავაქცინირებული ადამიანი, ნაკლებ საფრთხეს უქმნის ვაქცინირებულს. [/su_quote]

ამის შესახებ ინფექციონისტმა თენგიზ ცერცვაძემ ჯორჯიან თაიმსის ეთერში განაცხადა.

ჩასწორება:

GTTV-ის გადაცემაში ჩაი მაკა რაზმაძესთან იმყოფებოდა სტუმრად, სადაც სხვა საკითხებთან ერთად იმაზეც ისაუბრა, თუ რა საფრთხის წინაშე არიან არავაქცინირებული ადამიანები. წამყვანის კითხვაზე, თუ რატომ არის აუცილებელი აუცრელი ადამიანის აცრა, მიუხედავად იმისა, რომ მათი მტკიცებით, ისინი სხვა აცრილი ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ, თენგიზ ცერცვაძემ შემდეგი პასუხი გასცა – ჯერ ერთი დავაზუსტოთ, ის აუცრელი ადამიანი რისკს იმიტომ ქმნის, რომ ის უფრო მოწყვლადია, მას უფრო მეტი ალბათობით შეიძლება დაემართოს. ხოლო წამყვანის შემდეგ ჩართვაზე, რომ არავაქცინირებული პირები აცხადებენ, რომ „თქვენ ხომ აცრილები ხართ და ვისგან გადამედებაო“, ცერცვაძემ უპასუხა:

„ეს რა დროს იცით? რომ აცრილი იყოს 80 პროცენტი, იმ დანარჩენ 20 პროცენტს მაშინ შეუძლია თქვას, ვისგან გადამედება თქვენ ხო აცრილები ხართო. მაგრამ, როცა აცრილი 25 პროცენტია და 75 პროცენტი არ არის აცრილი, იმ 75 პროცენტს ერთმანეთისგან გადაედება და არა იმ აცრილი 25 პროცენტისგან. აი ეს არ უნდა რომ გაიგონ. და რატომ უქმნიან საფრთხეს? ვაქცინირებულსაც უქმნიან საფრთხეს იმიტომ, რომ როგორც გითხარით ვაქცინა ინფიცირებისგან იცავს 50%-ით და არა 100%-ით, მაგრამ ვაქცინირებულებს ისინი ნაკლებ საფრთხეს უქმნიან. ვაქცინირებულს ბოლოსდაბოლოს დაემართება და გადაიტანს. თავისნაირ არავაქცინირებულებს, ანუ თანატოლებს, თავისნაირებს უქმნიან საფრთხეს“,- ამბობს ცერცვაძე.

იტვირთბა....