aviabiletebi
ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

სათამაშო ბიზნესის ასოციაცია პრემიერმინისტრის მიერ დაანონსებულ ცვლილებებს ეხმაურება

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღეს, სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ (GGA), რომელიც საქართველოში ლიცენზირებული ონლაინ სათამაშო ბიზნესის უმსხვილეს კომპანიებს აერთიანებს, პრესკონფერენცია გამართა. ასოციაცია პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებულ ცვლილებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაჟღერებული განცხადების შინაარსი და ფორმა კატეგორიულად მიუღებელია.

პრემიერ-მინისტრმა ონლაინ კაზინოებისთვის რიგი შეზღუდვების დაწესებაზე 22 ნოემბერს ისაუბრა, რომელიც გადასახადების გაზრდას, რეკლამების აკრძალვას და მოთამაშეთა ასაკის და კატეგორიის შეზღუდვას ითვალისწინებს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მზადდება საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ბაზა 70%-ით გაიზრდება, აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ 25 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს, სოციალურად დაუცველ პირებს, საჯარო მოხელეებს და პირებს, რომლებიც შემოსავლების სამსახურს მიმართავენ თვითშეზღუდვის მოთხოვნით. ასევე იმ მოქალაქეებს, რომლებიც ოჯახის წევრების მოთხოვნით, სასამართლოს გზით შავ სიაში მოხვდებიან. კანონპროექტის მიხედვით, ასევე აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, გარე რეკლამა და ქართულ ვებგვერდებზე რეკლამის განთავსება.

სექტორის პოზიცია დღეს სათამაშო ბიზნესის ასოციაციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი მამულაიშვილმა გააჟღერა და აღნიშნა, რომ განცხადებამდე ბიზნესთან არანაირი კონსულტაციები არ ჩატარებულა. მისი თქმით, მოსალოდნელი ცვლილებები გამოიწვევს სასპონსორო ხელშეკრულებების გაუქმებას, სპორტის პროდუქტის გათიშვას და ინვესტიციების შემცირებას, რაც თავისთავად პრობლემებს შეუქმნის სხვა ისეთ თანმხლებ ბიზნესებს, როგორიც არის სარეკლამო, საბანკო და IT ბიზნესები.

ასოციაციის წარმომადგენლები ასევე აღნიშნავენ სათამაშო ბიზნესში დასაქმებულ 11 ათასზე მეტ ადამიანს, რომელთა საშუალო ხელფასი 2500 ლარზე მეტია, როცა სხვა ბიზნესებში საშუალო ხელფასი 1500 ლარია. ბიზნესის განცხადებით, გასათვალისწინებელია მოსალოდნელი დამანგრეველი ცვლილებების გავლენა როგორც სფეროში დასაქმებულ მოქალაქეებზე, ასევე სხვა დაკავშირებულ ბიზნესებზე, რომლებიც სათამაშო ბიზნესთან ერთად მუშაობენ.

„ყველაზე მტკივნეული რაც არის, საუბარი იქნება ხარჯების ოპტიმიზაციაზე გამომდინარე იქიდან, რომ ბიზნესს ძალიან გაუჭირდება გაუძლოს იმ წნეხს, რასაც ცვლილებებიდან გამომდინარე განიცდის“ – აღნიშნა გიორგი მამულაიშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებების ფონზე, სათამაშო ბიზნესი იძულებული იქნება უარი თქვას სასპონსორო და სხვა ხელშეკრულებებზე, რადგან ისინი სფეროსთვის მიმზიდველი აღარ იქნება.

მამულაიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მოსალოდნელი ცვლილებები პირდაპირ არის ხელშეკრულებების დარღვევა, რომლებიც სახელმწიფოს დიდ ბრიტანეთთან და შვედეთთან აქვს გაფორმებული.

იტვირთბა....