ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

მელია: ენმ-ის მხარდამჭერების ნაწილს უნდოდა, ციხე გამეტეხა, გაუაზრებელ ნაბიჯს არ გადავდგამ

ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლების მცირე ნაწილი, რომელიც მთხოვდა, რომ მაგალითად, ერთ დღეში გამეთავისუფლებინა მიხეილ სააკაშვილი და ამ მცდელობაში მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დამეყენებინა და საპროტესტო მოძრაობა მრავალი თვით, როგორც მინიმუმ, დამესამარებინა, თუ ამას გულისხმობთ იმაში, რომ პარტიის მომხრეები არ მეთანხმებიან, ამაზე მე ვთქვი, რომ გაუაზრებელ ნაბიჯს მე ნამდვილად არ გადავდგამ, იმიტომ, რომ მაქვს პასუხისმგებლობა ჩემს მეგობრებთან ერთად, არ მინდა, რომ დავასამარო მათი იმედი და იმის ალბათობაც, რომ რეჟიმი შეიცვალოს. ჩემს არაცივი გონებით გადადგმულ ნაბიჯს ეს აუცილებლად მოჰყვებოდა. არის მცირე ნაწილი ამომრჩევლების, რომელსაც უნდოდა, რომ მე-3 დღეს გამეტეხა ციხე

ამის შესახებ პარტია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რითაც უპასუხა წამყვანის შეკითხვას, რომ ენმ-ის მხარდამჭერებ მისი ბრძოლის სტრატეგიას აკრიტიკებენ და მიიჩნევენ, რომ ნიკა მელია არასაკმარისს აკეთებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოსაყვანად.

იტვირთბა....