ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე: სააკაშვილის განცხადებებიდან გავიგეთ, რომ სანდრას დაჭერა და საკუთარი თავის გათავისუფლება უნდა

ქართული ოცნების თამჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს სანდრა რულოვსის დაჭერა და საკუთარი თავის გათავისუფლება უნდა.

მისი თქმით, საქალაქო სასამართლოში სააკაშვილის დღევანდელი სიტყვით გამოსვლა სიცრუის წარმოუდგენელი ტირაჟირებაა.

“მიხეილ სააკაშვილის განცხადებები არ მომისმენია, მაგრამ ინტერნეტში ამონარიდები ვნახე. ერთი რაც გავიგეთ, არის ის, რომ უნდა სანდრას დაჭერა და მისი გათავისუფლება. ეს არის მთავარი ფაბულა მისი დღევანდელი გამოსვლის. რაც ვნახე ამონარიდებში, არის იმის გაგრძელება, რაც პირველ შემთხვევაში მოვისმინეთ, ეს არის სიცრუის წარმოუდგენელი ტირაჟირება. გარდა ამისა, გადაბრალება საკუთარ თანაგუნდელებზე და ახლა უკვე ოჯახის წევრებზე იმ დანაშაულებისა, რომელიც რეალურად აქვს მას ჩადენილი. მას მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი და ეკუთვნის შესაბამისი სასჯელი”, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილა დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელზეც პიჯაკების საქმეს განიხილავდნენ, თქვა: სანდრას რატომ არ ასამართლებენ? ხარჯების დიდი ნაწილი მისია, სიამოვნებით იჯდებოდი მასთან ერთად საბრალდებო სკამზე.

იტვირთბა....