ვითიბი ბანკი, მომხმარებელს, ინოვაციურ, მაქსიმალურად მასზე მორგებულ პროდუქტს სთავაზობს.
დღეიდან, ვითიბი ბანკში, ვიდეობანკით შესაძლებელია საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირების კლიენტად რეგისტრაცია, შესაბამისად, ვიდეობანკი უკვე ყველასთვის და ყველგან ხელმისაწვდომი გახდა , მათ შორის საქართველოს გარეთ მყოფი ემიგრანტებისთვის.
რეგისტრაციისთვის საჭიროა: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; ვალიდური ტელეფონის ნომერი და კარგი ინტერნეტკავშირი.
ვითიბი ბანკი, ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 18 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 28 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 900–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება.