aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

ვაშაძე: შეგვიძლია ბევრი რამ გავაკეთოთ, ოპოზიციას გვჭირდება პატარ-პატარა გამარჯვებები

თუ ჩვენ არ გამოვიტანეთ დასკვნები იმ შედეგებიდან ამ ორი ბოლო არჩევნების შედეგად მივიღეთ, ვერ წავალთ ხელისუფლების ცვლილებისკენ. პირველი, რაც ოპოზიციას გვაქვს გასაკეთებელი, უნდა გავაფართოვოთ საკითხების არეალი, რომელზეც ოპოზიცია საუბრობს. მხოლოდ პოლიტიკურ კრიზისზე, მხოლოდ საკონსტიტუციო და სასამართლო რეფორმებზე საუბარი მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის საკმარისი. ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმ ბევრ საკითხზე, რომელიც ხალხს აწუხებს.

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამ ადამიანებს უნდა ვაჩვენოთ, რომ უბრალოდ ის კი არ გვაქვს ამოცანად, რომ მაინცდამაინც ხელისუფლებიდან გავუშვათ ქართული ოცნება, არამედ შეგვიძლია ბევრი რამ გავაკეთოთ. ოპოზიციას გვჭირდება პატარ-პატარა გამარჯვებები. ის ინიციატივები, რომელიც საჭირბოროტოა ხალხისთვის, მაგალითად, წამლის ფასზე ინიციატივა, რაც შეიძლება გავაკეთოთ, მივაწვეთ პარლამენტს და თუნდაც აქციები აქეთ მივმართოთ და მივაღებინოთ რაღაც. შეიძლება იყოს ეკონომიკური ინიციატივები, რაც ბევრი მცირე და საშუალო ბიზნესს აწუხებს

ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში განაცხადა.

იტვირთბა....