ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დეპუტატ ვიქტორ სანიკიძეს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა სურს

ქართული ოცნების დეპუტატს, ვიქტორ სანიკიძეს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა სურს. ამის შესახებ ინფორმაციას კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.

“როგორც ცნობილია, მიმდინარე წელი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისთვის წარმოადგენს საარჩევნო წელს. საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ დღეს, 30 ნოემბერს, ორი სრულუფლებიანი ხმის უფლების მქონე წევრის — ს/კ რუსთავი — 1991-ისა და ს/კ ქუთაისი — 2010-ის წარდგინებით, მიიღო განცხადებები ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატის დარეგისტრირების შესახებ.

ზემოაღნიშნული ორივე კლუბის წარდგინებით, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ვიქტორ სანიკიძე”,- წერია განცხადებაში.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....

სხვა ამბები

ტალიაშვილი შშმ პირის ცემაზე: ენმ-ს მცდელობა, ხავსს ჩაჭიდებული ჩაუსაფრდნენ შემთხვევებს, წარუმატებელია

გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 15 762 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 42 პაციენტი

სახელმწიფო ინსპექტორი: მეტროში შშმ პირზე ძალადობის საქმეზე ორი პოლიციელი დააკავეს

ტორესა მოსი: საბჭოთა მილიცია გვაქვს…სისტემა აგურ-აგურ უნდა დავშალოთ

ზელენსკი: კერკეტი კაკალი გამოვდექი…მზად არ ვიყავი ჩემი ქვეყნისთვის მეღალატა

თარგამაძე: უსიტყვო გმინვამ შემზარა…თუ რეაქცია არ გაქვთ, არც გული გაქვთ, არც გონი და არც ადამიანი ხართ