მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 1-ლი დეკემბრიდან მწვანე ბარათის სისტემა ამოქმედდება.
შედეგად, მომხმარებელს მხოლოდ მწვანე სტატუსის ქონის შემთხვევაში შეეძლება ესტუმროს შემდეგ ობიექტებს: სასტუმროები და განთავსების სხვა ობიექტები/ კვების ობიექტები (რესტორნების, კაფეების, ბარების ღია და დახურული სივრცეები-მათ შორის სავაჭრო ცენტრებში არსებული) /კინოთეატრები/თეატრები/საკონცერტო დარბაზები/ოპერა/ გასართობი ობიექტები/სამორინეები და სათამაშიო დარბაზები/სპა ცენტრები და ფიტნეს დარბაზები /სამთო კურორტების საბაგიროები. სავაჭრო ცენტრებში შესვლას მწვანე პასპორტის გარეშე შეძლებენ, თუმცა, მოლში არსებულ კვების და გასართობ დაწესებულებებში შესვლისთვის „მწვანე პასპორტი“ აუცილებელია. ასევე, მწვანე სტატუსის ქონა არ არის სავალდებულო 18 წლამდე პირთათვის.
მწვანე სტატუსის მქონე პირია: სრულად ვაქცინირებული; 72- საათიანი ვალიდურობის ნეგატიური პასუხის PCR ტესტის მქონე; 24- საათიანი ვალიდურობის ნეგატიური პასუხის ანტიგენ-სწრაფი ტესტის მქონე; კოვიდ გადატანილი.