ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში სპეციალური ნივთიერება გაუშვეს, რის გამოც სხდომა შეწყდა და დეპუტატებს დარბაზის დატოვება მოუწიათ

ბათუმის საკრებულოს სხდომა შეწყდა. ამ სხდომაზე 2017 წლის არჩეულმა საკრებულომ ვერ მოასწრო ქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცება. სხდომის ჩასაშლელად “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, მირდატ ქამადაძემ სპეციფიკური სუნის ხსნარი დააქცია.

ხსნარის დაქეცევის შემდეგ, რომელზეც დეპუტატმა თქვა, რომ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა, სხდომათა დარბაზი დაიცალა.

„მე ახლა შპრიცით გავუშვებ სუნიან ნივთიერებას დარბაზში და აქ ვერავინ გაჩერდებით. ხელთ მიჭირავს ნივთიერება, რომელიც არის სრულიად უწყინარი, მაგრამ აქვს ისეთი სუნი, რომ აქ ვეღარ გაჩერდებით”, – თქვა ახლახან ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის წევრმა, მირდატ ქამადაძემ და რაღაც ნივთიერება მართლა გაუშვა დარბაზში. მირდატ ქამადაძე თანამოაზრეებთან ერთად მიიჩნევს, რომ ბათუმის ძველი საკრებულო ქალაქის ახალ ბიუჯეტს არ უნდა ამტკიცებდეს.

იტვირთბა....