aviabiletebi
მთავარი საზოგადოება

ცნობილი ტრაგიკული სიყვარულის ისტორიები

aviabiletebi
ავიაბილეთები

1, ჯონი და ჟაკლინ კენედები

ie

მათ ერთმანეთი ერთი ნახვით შეუყვარდათ. გაცნობიდან ერთ წელიწადში დაქორწინდნენ. 8 წლიანი ოჯახური თანაცხოვრების და ორი შვილის შემდეგ ჯონ კენედი 31 წლის ასაკში აშშ-ს პრეზიდენტი გახდა. ჟაკლინი ყველაზე ახალგაზრდა პირველი ლედი იყო ისტორიაში. ორი წლის შემდეგ ჯონ კენედის ესროლეს მანქანაში, სადაც ჟაკლინიც იჯდა. ჟაკლინი მოგვიანებით იხსენებდა, რომ მისი ყველაზე დიდი სიყვარული კენედი იყო.

2, შარონ ტეიტი და რომან პოლანსკი

roman-e1393634900393

როცა ახალგაზრდა მსახიობი შარონი დამწყებ რეჟისორ რომან პოლანსკის შეხვდა, მან მალევე მიიღო როლი მის ფილმში. მათი სიყვარულის ისტორია კი სწორედ გადასაღებ მოედანზე განვითარდა. გაცნობიდან 4 წელიწადში ისინი დაქორწინდნენ. შარონი დაორსულდა და გოგონა შეეძინათ. სამწუხაროდ, ბავშვის გაჩენიდან ორ კვირაში შარონი ჩარლზ მენსონის (სერიული მკვლელი) მიმდევრებმა 26 წლის ასაკში სასტიკად მოკლეს.

3, კურტ კობეინი და კორტნი ლავი

kurt

მათი ურთიერთობა მღელვარე იყო. წყვილი ნარკოტიკებს დიდი რაოდენობით მოიხმარდა. კურტი და კორტნი ერთმანეთს მაშინ შეხვდნენ, როცა საზოგადოებისთვის ჯერ არც ერთი მათგანი იყო ცნობილი. ორ წელიწადში დაქორწინდნენ, ხოლო 6 თვეში ქალიშვილი შეეძინათ. მათი სიყვარულის ისტორია რომანტიკული იყო.  მას შემდეგ რაც „ნირვანას“ წამყვანმა წევრმა, კურტ კობეინმა 27 წლის ასაკში თავი მოიკლა, არსებობდა ვარაუდები, რომ მისი სიკვდილის მიზეზი ეს ამაღელვებელი სიყვარულის ისტორიაც იყო, თუმცა ვერსია არ დადასტურებულა.

 

იტვირთბა....