მთავარი პოლიტიკა ციტატა

მეგრელიშვილი: ნაცმოძრაობა და მთელი კონგლომერატი ჩემთვის საშიშროებაა

[su_quote]მე ძალიან მინდა მიხეილ სააკაშვილის გაცნობა ზოგადად, როგორც ადამიანის. ისტორიული ფიგურაა და ძალიან ბევრი საკითხი, დარწმუნებული ვარ, როგორც დანარჩენ მოსახლეობას მეც ისევე მაინტერესებს. ამავე დროს მე მაქვს მართლა იქ შესვლის უფლება. მეორეს მხრივ ხომ უნდა იცოდე, შენი ნახვა უნდათ და აინტერესებთ უბრალოდ. რაც მე მესმის იმ მედიასაშუალებებიდან, რომლებსაც ნაციონალური მოძრაობა აკონტროლებს, ისინი ჩვენ მტრებად აღგვიქვამენ მაშინ, როდესაც არასოდეს არ გვქონია ასეთი ანალოგიური დამოკიდებულება.

შესაბამისად, როდესაც მე ვამბობდი, რომ მაინტერესებდა მიხეილ სააკაშვილთან კიევში ჩასვლა ან გაცნობა, იმ კონკრეტული კრიზისის განმუხტვის ვერსიას ვქმნიდი. მე უბრალოდ არ მესმის, ადამიანი აგერ არის, არაფერი არ დაგვიშავებია, პირიქით. ყოვლად დაუმსახურებლად გვლანღავენ. ეს ხალხი აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას შესაბამისად, მე განცდა მაქვს, რომ ეს ხალხი საშიშროებაა ჩემთვის. მთელი ნაციონალური მოძრაობა, მთელი კონგლომერატი თავისი სამი ტელევიზიით საშიშროებაა, მეშინია და ასე ვუყურებ [/su_quote]

ამის შესახებ პარტია გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა პალიტრანიუსის ეთერში მიხეილ სააკაშვილზე და ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრისას განაცხადა.

იტვირთბა....