aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

ჟორჟოლიანი სააკაშვილს: მადლობა იმისთვის, რაც 2003 წლამდე გვქონდა და ახლა აღარ გვაქვს

არ მინდოდა თბილისი და ამის გამო ჩამოვედით გორში. როდესაც 23 ნოემბერზე ვსაუბრობთ და მის მნიშვნელობაზე, და იმაზე თუ რამხელა ცვლილებები მოუტანა მიხეილ სააკაშვილმა ამ ქვეყანას, ეს ადამიანი, მთავარი ცვლილებების მომტანა ახლა ციხეში ზის. მე პირადად, ვეტყვი მადლობას იმისთვის, რაც 2003 წლამდე გვქონდა და ახლა აღარ გვაქვს, და იმ მემკვიდრეობისთვის რაც დაუტოვეს ქართულ ოცნებას. წარმოიდგინეთ, რომ ქართულ ოცნებას, ის საქართველო დახვედროდა, რომელიც 2003 წლამდე იყო ახლა სად ვიქნებოდით. მე ვფიქრობ, რომ უნდა ვისწავლოთ მადლობის მოხდა პოლიტიკური ოპონენტებისთვისაც კი. ქართული ოცნება, რაც არ უნდა შეეცადოს, გადაწეროს ეს თარიღი ამ თარიღს მაინც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, მიშა მადლობა ყველაფრისთვის რაც გააკეთე, აქ ჩამოვედით შენთვის გორში და დანარჩენი ახლა უკვე, რუსთაველზე გაგრძელდება.
aviabiletebi
ავიაბილეთები

ამბობს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი, გორში აქცია-პერფორმანსის დაწყებისა, რომელიც ვარდების რევოლუციის 18 წლისთავს ეძღვნება.

 

იტვირთბა....