ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

ხერხეულიძე სააკაშვილზე: მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საიმედო ნამდვილად არ არის-მას მკვეთრად გამოხატული მეტყველების პრობლემა აქვს

[su_quote]მე ვერაფრით ვერ დავამშვიდებ საზოგადოებას, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხიდან გადავიდა გორის ჰოსპიტალში, ცხადია, ვითარება არის შეცვლილი, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საიმედო ნამდვილად არ გახლავთ, რადგან ახლა, მას მკვეთრად გამოხატული მეტყველების პრობლემა აქვს. მკურნალობის პროცესი არის დაწყებული და არ ჩანს, რომ ეს იოლი და მოკლე გზაა. ბუნებრივია, ამას დასჭირდება დიდი დრო და ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელიც მუდმივად დაძაბული იყო, მუდმივად უძილო გახლდათ გლდანის ციხეში, სადაც მას არ ჰქონდა უბრალოდ მოსვენების შესაძლებლობა, ახლა მოდუნდა მისი ორგანიზმი იმისთვის, რომ მიღებული დარტყმა, რომელიც გადაიტანა გამოვლინდა. ფერი აქვს შეცვლილი და მეტყველების პრობლემა მას მკვეთრად აქვს. მიხეილ საკააშვილი მიუხედავად იმ კრიტიკული დღეებისა რასაც ის განიცდიდა გლდანში, ის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არცერთ ეტაპზე, საკუთარ ჯანმრთელობაზე არასდროს არ საუბრობდა და არ წუწუნებდა – მისი საფიქრალი იყო ეს ქვეყანა, რჩება ეს ქვეყანა და მისი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ მისმა მხარდამჭერებმა გაითვალისწინონ მისი პოზიცია, რომ მთავარი პოლიტიკური თემა უნდა გახდეს, აუცილებლად რიგგარეშე არჩევნები მის განთავისუფლებასთან ერთად [/su_quote]

ამის შესახებ ნაციონალური მოძროაბის წევრმა, ეკა ხერხეულიძემ TV პირველის ეთერში განაცხადა.

იტვირთბა....