.
ბიჭი ამჟამად მშობლებთან ერთად ცხოვრობს და იხსენებს იმ პერიოდს, როცა „ისლამურ სახელმწიფოში“ ცხოვრობდა.
„60 ბავშვი ვიყავით. დაბომბვის დროს ყველაზე მეტად გვეშინოდა. ამ პერიოდში ბავშვები სანგრებში ვიყავით. ISIS გვასწავლიდა, რომ მოვიდოდა დრო, როცა ურწმუნოების წინააღმდეგ ვიბრძოლებდით. ღმერთს უყვარს ჩვენნაირი და გაბედული მებრძოლები, გვეუბნებოდნენ ისინი. მათი მტკიცებით, ისინი მშობლებზე კარგად გვივლიდნენ“. – იხსენებს 12 წლის ბავშვი, რომელიც ჟურნალისტებს სთხოვს ნასირი დაუძახონ.
ბავშვი, ამბობს, რომ ISIS წევრები არწმუნებდნენ, რომ მათი მშობლები ურწმუნოები არიან და როცა მებრძოლები გახდებიან, პირველი რაც უნდა გააკეთონ მშობლების მკვლელობაა.
დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ ჰყავს ბავშვთა ჯარი, რომელთა ინტენსიურ წვრთნასაც მუდმივად ახორციელებენ. ისინი ხშირად ხვდებიან ISIS მიერ გავრცელებულ პროპაგანდისტულ ვიდეოებში. როგორც ამერიკელი ჟურნალისტი იუწყება მათი ყოფა ჯიჰადისტთა რიგებში აუტანელია.