[su_quote]პარტიების აკრძალვაღა აკლია ოცნებას. აი ეგ აკლდა და მოითხოვეთ, რათა მოგეცეთ. ალტ-ინფოს ხალხს თუ რუსეთთან უკანონო კავშირი აქვს და მტრის სასარგებლოდ მოქმედების ფაქტები არსებობს, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და უნდა გასამართლდნენ ინდივიდუალურად. ნაწილი ისედაც სისხლის სამართლის დამნაშავეა. ეთერში ვნახეთ დანაშაული. მათი იდეები და შეკრება კი არ უნდა აიკრძალოს, მათ იდეებს და შეკრებებს უნდა ვაჯობოთ თავისუფალ კონკურენციაში.
ეგ პრეცედენტი თუ შეიქმნა ჩვენივე მოთხოვნით, მთავრობა ჩვენც აგვკრძალავს – ჭკუა კი არ დაუშლით! ჯოჯოხეთისკენ გზა სულ კეთილი განზრახვებითა მოფენილი. და კიდევ, ჭკუა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების[/su_quote]
წერს სოციალურ ქსელში ტაბულას დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი. ცნობისთვის, ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა გუნდმა ალტ-ინფომ, პოლიტიკური პარტია, კონსერვატიული მოძრაობა დააფუძნა.

