ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვოლსკი სააკაშვილის გადაყვანაზე: მელიამ და გვარამიამ ჩათვალეს, რომ გაიმარჯვეს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის საჭიროება არც გუშინ იყო.

მისი თქმით, სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა მელიამ და გვარამიამ გამარჯვებად ჩათვალეს.

“ჯერ მოუწოდებდნენ, გადაიყვანეთო, ახლა რომ გადაიყვანეს, აქამდე რატო არ გადავიყვანეთო. აქამდე არ იყო ამის საჭიროება. ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ არც გუშინ გადაყვანის საჭიროება არ იყო… შეიძლება და უშველებელი გამოცდილება გააჩნიათ მოშიმშილე პატიმრის მართვის, მაგრამ სახელმწიფო ვალდებულია, სტაბილურობა შეინარჩუნოს ქვეყანაში, თუნდაც ეს გადაყვანა ჩაითვალოს ვიღაცის გამარჯვებად.

მელიამ და გვარამიამ ჩათვალეს, რომ გაიმარჯვეს ამ შემთხვევაში, მაგრამ ეს ასე არ არის. სახელმწიფომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც სჭირდება სიმშვიდეს და ნებისმიერი გართულების პრევენციას, რაც შეიძლება მოყვეს სააკაშვილის ჯანმრთელობის გართულებას”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გუშინ, გვიან ღამით გადაიყვანეს.

იტვირთბა....