ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი საზოგადოება

გამყრელიძე: მესამე დოზა უფრო ხანგრძლივად, 10-12 თვის განმავლობაში მუშაობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით,  ბუსტერ დოზა კეთდება მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ, ყველა ვაქცინაზე.

მისივე თქმით, ბუსტერ დოზა უფრო ხანგრძლივად მუშაობს 10-12 თვის განმავლობაში.

“დღევანდელი მონაცემებით, 8 ათასამდე ბუსტერია ქვეყანაში გაკეთებული. ესენი კეთდება მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ, ყველა ვაქცინაზე. არ აქვს მნიშვნელობა სინოფარმით იყავი აცრილი, სინოვაკით თუ ფაიზერით. სასურველია, რომ აიცრან 6 თვის შემდეგ.

მე თვითონ ორჯერ ვიყავი აცრილი და ერთი კვირის წინ გავიკეთე ბუსტერი და მოგიწოდებთ ყველას, გაიკეთოთ. როგორც ჩანს, ყველანაირი კვლევებით, ვაქცინა მუშაობს ექვსი-რვა თვის განმავლობაში და სასურველია, ადამიანი აცრილი იყოს მესამე დოზით. მესამე დოზა, როგორც კვლევები აჩვენებს, უფრო ხანგრძლივად მუშაობს, სადღაც 10-12 თვის განმავლობაში”, – განაცხადა გამყრელიძემ.

იტვირთბა....