პარტია ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი ძალადობრივი, ჰომოფობიური, ულტრამემარჯვენე ორგანიზაცია ალტ-ინფოს მიერ პოლიტიკური პარტიის დაფუძნების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც ნაცვლიშვილი აღნიშნავს, პარტიის რეგისტრაციის შემთხვევაში, მის გაუქმებას საკონსტიტუციო სასამართლოში მოითხოვს.
“რაც შეეხება ალტ-ინფოს პარტიას! კონსერვატორები თუ რაც დაირქვეს. ეს პარტია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას! თუ იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უწყება მას დაარეგისტრირებს, ძალიან მძიმე რამეს მოაწერს ხელს.
მე კი ვიპოვი 29 ჩემს კოლეგას, რომელთან ერთადაც საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოვითხოვ ამ პარტიის გაუქმებას! ვიწყებთ”, – წერს ნაცვლიშვილი.
ცნობისთვის, ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა გუნდმა ალტ-ინფომ, პოლიტიკური პარტია, კონსერვატიული მოძრაობა დააფუძნა.

