მთავრობის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმი გორის სამხედრო ჰოსპიტალში ჩავიდა. ექიმები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის შემდგომ მკურნალობის პროცედურებზე იმსჯელებენ.
“ჩვენ დღეს პირველად შევდივართ ამ ჰოსპიტალში. ვიცით, რომ ექიმები უკვე მუშაობენ აქტიურად. შევდივართ, ვნახულობთ პაციენტს და შემდგომ კოლეგებთან ერთად შევთანხმდებით პროცეურებზე. ეს ვიზიტი შეჯერებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან და ჯანდაცვის სამინისტრო ერთ-ერთი ინიციატორია ამის. ანალიზების შესახებ ამ წუთას, ცხადია, ინფორმაცია არ გვაქვს. ამას ყველაფერს ადგილზე ვნახავთ”, -განაცხადა ექიმმა ჟურნალისტებთან.