ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატის განცხადებით, მეგის ქარდავა თავს პოლიტიკური დევნის მსხვერპლად მიიჩნევს და სასამართლოს უნდობლობას უცხადებს

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მსჯავრდებულ მეგის ქარდავას ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს პოლიტიკური დევნის მსვერპლად მიიჩნევს.

მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, მეგის ქარდავა გამოძიებას და სასამართლოს უნდობლობას უცხადებს.

“იმის გათვალისწინებით, რომ მეგის ქარდავა პოლიტიკური დევნის მსხვერპლია, და ის თავადაც მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური დევნის ნაწილია, ამიტომ ის უნდობლობას უცხადებს როგორც გამოძიებას, ისე სასამართლოს და ამ საქმეზე ჩვენებას არ მისცემს. რაც შეეხება ვიდეოკადრებს, დიდი ეჭვია ამ კადრების გაყალბების – თარიღი სხვა არის მითითებული, რეალურად კი სხვა რამეს ამბობენ”, – განაცხადა ადოკატმა.

ცნობისთვის, რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მსჯავრდებულ მეგის ქარდავას გამოკითხვა დასრულდა. მას ბრალი პატიმრის წამების ფაქტზე ედება.

იტვირთბა....