ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ომბუდსმენი: პერიოდულად შევამოწმებთ სააკაშვილის მკურნალობის ხარისხს და უსაფრთხოების დაცვას

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მონიტორინგი გაგრძელდება და ის პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას სტრასბურგის სასამართლოსაც.

ამასთან, ომბუდსმენი მიესალმება სააკაშვილის გადაწყვეტილებას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლასა და შიმშილობის შეწყვეტაზე.

“მივესალმები მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას, დათანხმდეს გორის ჰოსპიტალში გადასვლასა და შიმშილობის შეწყვეტაზე. როგორც ექიმებისგან ვიცოდი, თითოეულ წუთს შესაძლებელია დამდგარიყო სასიკვდილო გართულება. მნიშვნელოვანია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თვალსაზრისითაც.

რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი და მასთან არსებული ექსპერტთა ჯგუფი პერიოდულად შეამოწმებს მკურნალობის ხარისხს, მიმდინარეობას, უსაფრთხოების წესების დაცვას, რათა სტრასბურგის სასამართლოსაც მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია”,- ამბობს ლომჯარია.

იტვირთბა....