ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის შემდგომი მკურნალობის პროტოკოლი დღეს გახდება ცნობილი

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებული საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის სამედიცინო გეგმის დეტალები დღეს გახდება ცნობილი.

სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად უფლებადამცველებს შეზღუდვები არ ექნებათ, ხოლო პარლამენტის დეპუტატებისა და სხვა პირებისთვის სავალდებულო პროცედურები ნებართვის მისაღებად, დღეს გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან წუხელ, რეანიმობილით გადაიყვანეს.

იტვირთბა....