ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რუსთავის ციხეში მეგის ქარდავას გამოკითხვა მიმდინარეობს

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას გამოკითხვა მიმდინარეობს

ქარდავას გამოკითხვა ერთ-ერთ საქმეზე ახალ მასალებს უკავშირდება.

ცნობისთვის, მეგის ქარდავა საქართველოში სისხლის სამართლის 11 საქმეზეა ექსტრადირებული, მათგან ნაწილზე ის მსჯავრდებულია, ნაწილზე კი – ბრალდებული. პროკურატურამ მეგის ქარდავას მიმართ კიდევ ერთი საქმის გამოძიება დაიწყო, რომელიც 2011 წლის მარტში, სამეგრელოში მომხდარ ფაქტს შეეხება, როცა ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული პირებიდან ერთ-ერთის წამება და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება განხორციელდა.

 

იტვირთბა....