ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მელია მხარდამჭრებს: გორის ჰოსპიტალთან არ გავმართავთ აქციას

[su_quote] კიდე რამე სისულელე რომ არ მოროშონ, უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით ჯერ ვერ განვახორციელებთ ტრანსპორტირებას, იმიტომ, რომ ხალხი რუსთაველის გამზირზე დგასო, ეს საბაბიც არ მივცეთ და ამიტომ, როდესაც უკვე ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილი თანახმაა და გადადის, ვაიძულეთ ხელისუფლება, რომ ეს განცხადება გაეკეთებინა, მოდით მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ვაცადოთ გორის ჰოსპიტალში, იქ სადაც, ჩვენ პასუხისმგებლობა ავიღეთ, რომ არანაირ საპროტესტო აქციას არასდროს არ გავმართავთ.

ვინმე თუ გამართავს შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ არის პროვოკაციული აქცია, არცერთი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი გორის ჰოსპიტალთან არ გამართავს საპროტესტო აქციას [/su_quote]

ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკანორ მელიამ მხარდამჭერებს განუცხადა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა და გორის ჰოსპიტალში გადასვლას დათანხმდა.

იტვირთბა....