ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მერის მოადგილემ თანამდებობა თავად დატოვა

მერის მოადგილემ გიორგი სოლომონიამ თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ განცხადება თბილისის მერიამ გამოაქვეყნა. მერიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გიორგი სოლომონიამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
“აღნიშნულ პოსტს სოლომონია 2014 წლის აგვისტოდან იკავებდა. ის თანამდებობიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადასვლისთან დაკავშირებით გათავისუფლდა”- ნათქვამია განცხადებაში.

“გიორგი სოლომონია გადავიდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზე. ის დაუბრუნდა იმ სამსახურს, სადაც წლების განმავლობაში მუშაობდა. ასე, რომ ეს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა. რომელზეც  კონსულტაციები ჩვენ შორის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და დღეს დაკმაყოფილთა”- განაცხადა ნარმანიამ.

იტვირთბა....