მთავარი საზოგადოება

უცნობი დეტალები ზვიად გამსახურდიას ცხოვრებიდან

პირველი პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი, გოგი ნახუცრიშვილი, ზვიად გამსახურდიას სურათებს ეროვნული მოძრაობიდან დევნილობამდე უღებდა.

„პრეზიდენტი ვერ იტანდა გაუპარსავს გადაეღო ფოტო,  სარკეს ითხოვდა, ჯერ პირს გავიპარსავო, მაგრამ ერთი ფოტო მაქვს, სადაც გაუპარსავია.“ – იხსენებს ფოტოგრაფი.

“სასმელს ძალიან ცოტას სვამდა, ღვინო უყვარდა, მაგრამ მხოლოდ ერთ ჭიქას თუ დალევდა. მიუხედავად ამისა, შეეძლო მთელი სუფრა წაეყვანა. ნასვამი არასდროს გვინახავს.“

ფოტოგრაფი გოგი ნახუცრიშვილი პირველად, ზვიად გამსახურდიას  სააგენტო „ტასის“ კორესპონდენტის ამპლუაში შეხვდა. რამდენიმე თვის შემდეგ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი გახდა. ფოტოგრაფი გამსახურდიას ფოტოებთან ერთად ვიდეოსაც უღებდა. როგორც გოგი ნახუცრიშვილი იხსენებს, პრეზიდენტმა გროზნოში წასვლამდე ყველა ვიდეო გამოართვა და წაიღო. კამერით გადაღებული მასალებიდან ერთი ვიდეოკასეტა დარჩა მხოლოდ. იქ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ორი მიმართვაა ჩაწერილი.

1839019

პრეზიდენტის პირად ფოტოგრაფს რუსი სპეცსამსახურები ხშირად აწუხებდნენ. პრეზიდენტის პირადი მასალების გადაცემის სანაცვლოდ მას ამერიკაში გამგზავრებასაც სთავაზობდნენ. გოგი დღემდე ამაყობს, რომ პრეზიდენტ გამსახურდიას ბოლომდე უერთგულა. მისთვის ზვიადი გმირია, რომელმაც ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა, თუმცა ის ქართველმა ხალხმა ვერ დააფასა.

908

“რამდენჯერმე შვეიცარიაში მქონდა საქმე და იქ გამსახურდიაზე, როგორც ტერორისტზე , ისე აქვთ ინფორმაცია”. – ამბობს პირველი პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი. – “ასეთი ოფიციალური ვერსია გაავრცელა ქართულმა მხარემ იმ დროს”. – ამატებს ის.

ნახუცრიშვილის ინფორმაციით, იმდროინდელი ოპოზიცია ყველანაირად ცდილობდა სახელი გაეფუჭებინა პრეზიდენტისთვის და საერთაშორისო დონეზე პროპაგანდით – შავი პიარით იყო დაკავებული.

წყარო: ტვ „იმედი“

 

 

იტვირთბა....