ახალი ამბები ბანკები მთავარი

აიღე იპოთეკური სესხი ვითიბიში, ვიდეობანკით

ვითიბი ბანკი, მომხმარებელს, ინოვაციურ, მაქსიმალურად მასზე მორგებულ პროდუქტს სთავაზობს.

დღეიდან, სახლის/ბინის შეძენის ან გარემონტების მსურველი პირი, შეძლებს იპოთეკური სესხის განაცხადის შევსებას და სასურველი თანხის დამტკიცებას დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან, ვითიბის ვიდეობანკის საშუალებით.

სესხის ასაღებად, მომხმარებელმა, უნდა დარეკოს ვიდეობანკში https://videobank.ge, ხოლო

დამტკიცებული სესხის გატანას შეძლებს ფილიალიდან.

ვითიბი ბანკი,  ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 18 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 28 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი  ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 900–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე  კლიენტს ემსახურება.

იტვირთბა....