დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ოფიციალურ გვერდზე სამძიმრის წერილი გამოქვეყნდა.
„გუშინ ტრაგიკულად დაიღუპა 12 წლის სალომე ტატიშვილი. ცენტრი ღრმა წუხილს გამოხატავს პატარა სალომეს დაკარგვის გამო”, – წერია ცენტრის თანამშრომელთა მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტრაგიკულად დაღუპული 12 წლის სალომე „დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის“ ხელმძღვანელის, დავით ტატიშვილის ძმისშვილია.
ასევე, თბილისის მეექვსე საავტორო სკოლა გუდაურში დაღუპული 12 წლის გოგონას, სალომე ტატიშვილის ფოტოს აქვეყნებს:
“მოულოდნელი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაიღუპა სალომე ტატიშვილი, ჩვენი სკოლის VII კლასის ყველაზე გამორჩეული, ყველაზე ლამაზი, ყველაზე ნიჭიერი და ჭკვიანი სალომე. მთელი სკოლისთვის ეს განუზომელი ტკივილია, რომელსაც სიტყვები ვერ გამოხატავს…” – წერს სკოლის ადმინისტრაცია საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, გუდაურში, თოვლზე სრიალისას, შეჯახების შედეგად ორი მოზარდი დაშავდა. 12 წლის სალომე ტატიშვილი თბილისში გადმოყვანის მიუხედავად გარდაიცვალა.
„მეტრონომის“ რედაქცია უერთდება სამძიმარს.