კომპანია თელასი განცხადებას ავრცელებს:
„სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო ელექტრომომარაგება 12 იანვარს დროებით შეიზღუდება
დიდუბის რაიონი
ავარიის პრევენციის მიზნით 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), თევდორე მღვდლის, გორის, ცაბაძის, ძმები ფიფიების, შანავას, მაიაკოვსკის, ქურდიანის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ზუგდიდის, ევდოშვილის და სოხუმის ქუჩების მაცხოვრებლებს (2 130 აბონენტს).
ნაძალადევის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების და რომელაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს (507 აბონენტს).
მთაწმინდის რაიონი
კაბელების გამოკვლევის მიზნით 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), თავისუფლების მოედნის, პუშკინის, გუდიაშვილის და ასათიანის ქუჩების მაცხოვრებლებს (128 აბონენტს).
ავარიის პრევენციის მიზნით 10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ჟვანიას, შევჩენკოს, ლესია უკრაინკას, ძმები ზუბალაშვილების და ბესიკის ქუჩების მაცხოვრებლებს (318 აბონენტს).
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება. „