ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 35 წლის ქალი და 17 წლის ბიჭი მძიმედ დაშავდნენ.
შემთხვევა თბილისში, ვაზისუბანში მოხდა. ისინი გზაგზე გადადიოდნენ, რა დროსაც ავტომანქანა შეეჯახათ.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა და ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.