ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

კობახიძე: ოცნებამ, წინა ხელისუფლებაზე 3-ჯერ მეტი გზა დააგო, გაზი გაიყვანა, ბაღი და სკოლა აშენა და 3-ჯერ მეტ ადამიანს გაუწია ჯანდაცვის მომსახურება

30 ოქტომბერს დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და არჩევნებთან ერთად დასრულდა ოპოზიციის ამბიციაც, რომ დაებრუნებინათ ძალაუფლება და აღედგინათ ძალადობასა და სიცრუეზე დაფუძნებული რეჟიმი საქართველოში. ქართული ოცნება, არის ღირსების, თავისუფლების და მშვიდობის გარანტი ამ ქვეყანაში და არავის მივცემთ მისი წარსულში დაბრუმების საშუალებას. გასული დღეების განმავლობაში, ჩვენ ვიხილეთ რადიკალების წარუმატებელი მცდელობა, კიდევ ერთხელ აერიათ ქვეყანა, ვერცერთ მსგავს მცდელობას წარმატება ვერ ექნება და კანონის დარღვევის შემთხვევაში ისინი, კანონის შესაბამისად, მიიღებენ უმკაცრეს პასუხს. პოლარიზაციის წყარო ყოველთვის რადიკალები არიან, ხოლო ქართული ოცნება მოპასუხის როლშია. ქართულმა ოცნებამ, წინა ხელისუფლებაზე 3-ჯერ მეტი გზა დააგო, 3-ჯერ მეტი გაზი გაიყვანა, 3-ჯერ მეტი ბაღი და სკოლა აშენა და 3-ჯერ მეტ ადამიანს გაუწია ჯანდაცვის მომსახურება.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....